პოლონეთში კორონავირუსის ეჭვით 47 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული
პოლონეთში კორონავირუსის ეჭვით 47 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული, 55 სახლის პირობებში კარანტინზე დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ 1570 ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამასთან, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ვირუსის არც ერთი შემთხვევა დადასტურებული არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ ის ქვეყნაში უკვე უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
“ვფიქრობ, რამდენიმე დღის საკითხია”, – განაცხადა შუმოვსკიმ.