ლარი დოლართან მიმართებაში 0.0114 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0114 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8042 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.7928 ღირდა.
0.0303 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0686 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0383 ლარი იყო.