გერმანიის ელჩი საქართველოში: მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების მონაწილეობით წარმატებული შეხვედრა შედგა, შედეგი უახლოეს დღეებში გეცოდინებათ

დიპლომატების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს წარმატებული შეხვედრა შედგა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ეს იყო მხოლოდ არაფორმალური შეხვედრა პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, მაგრამ ყველამ იცის, რა საკითხებია დღეს მნიშვნელოვანი. ეს იყო კარგი და წარმატებული შეხვედრა. ჩვენ არ მიგვიღწევია ამ პროცესის შედეგისთვის, თუმცა აქ მყოფი ყველა მუშაობს ამისთვის. შედეგს ცოტა მეტი დრო სჭირდება და გთხოვთ მოთმინებას. რამდენიმე დღეში შედეგი გეცოდინებათ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები