მეტროსადგურ “ისანში” ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მეტროსადგურ “ისანში” 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ქალი ვაგონში შესვლისას შეუძლოდ გახდა, სპეციალურმა სამსახურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები