ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო ქსელის მზადყოფნა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა საშუალება არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში სამედიცინო ქსელის მზადყოფნაა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

ამირან გამყრელიძემ, მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარება მიმიოხილა და ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს მიერ მიღებულ ზომებსა და ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მეორე მხრივ კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება. ამ შემთხვევების 81 პროცენტი მსუბუქად მიმდინარეობს, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც. შემთხვევის დახლოებით 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო ხუთი პროცენტი – კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას. აქედან გამომდინარე, სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის, მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმაც, ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები