საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა

0

“საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა”, – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული.

“რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცახდებაში.

კომენტარები

კომენტარი