საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში ერაყის დროებით წარმომადგენელთან კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ერაყის რესპუბლიკის დროებით რწმუნებულთან ომარ სემი მოჰამედთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების და თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, ასევე სამართლებრივი ბაზის განმტკიცების მნიშვნელობას.

შეხვედრისას ასევე განხილული იყო ერაყის რესპუბლიკაში და რეგიონში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მდგომარეობა და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

აღინიშნა, რომ აუცილებელია შესაბამისი ინფორმაციის სწრაფი ურთიერთგაცვლა, რათა კოორდინირებულად მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები