დედის და ბებიის მკვლელობისთვის დაკავებულ სკოლის მოსწავლეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დედის და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს.

დაკავებულის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ბრალდებული სკოლაშიც და სახლშიც ბულინგის მსხვერპლი იყო და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვობაში იყო ჩასხმული ტანის, ამის გამო დასცინოდნენ ხშირად, იყო თავში წამორტყმის შემთხვევები და ა.შ. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მან სკოლა ხშირად გამოიცვალა. სხვათაშორის ერთ-ერთ სკოლაში მას ტელეფონის ქურდობასაც აბრალებდნენ. ოჯახში წვრილმან საკითხებზეც კი კამათი ჰქონდათ. მის პოზიციას არ იზიარებდნენ საკუთარი ოჯახის წევრები. ყოველივე ეს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან მძიმედ ისახებოდა,” – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გუშინ თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე 18 წლის ბიჭმა ბებია და დედა ნაჯახით მოკლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები