“ევროპული საქართველოს” ოფისთან მეშვიდე დღეა ხოშტარია-ნადირაშვილის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

“ევროპული საქართველოს” ოფისთან მეშვიდე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან პლაკატები მიიტანეს და სტიკერები გააკრეს.

მათი მოთხოვნაა “ევროპული საქართველოს” წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატები დატოვონ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები