ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედრო პოლიციის მოსამსახურეებს ობოლ და მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვების თავშესაფრისთვის პირველადი მოხმარების ნივთები, სხვადასხვა სახის პროდუქტი და ტანსაცმელი გადასცეს.

ავღანეთის ეროვნული არმიის I დივიზიის I ბრიგადის IV ბატალიონის მეთაურმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მიღებული დახმარება ობოლთა თავშესაფარს პირადად გადასცა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების მიზანი ავღანეთის ეროვნული არმიისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები