მთავრობამ ბანკებისგან 80 მილიონი ისესხა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2020 წლის 25 თებერვალს, 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 228 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.050 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.