ბორის კაკუბავა: ანახეს ქვეყანას „ნაცებმა“, რომ ეს ხელისუფლება არ არის ღირსი, იყოს სათავეში

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ბაბუის, ბორის კაკუბავას განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმე „თავიდან „ნაცმოძრაობამ“ გააფუჭა“.

„ეს საქმე თავიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააფუჭა, ბავშვი როგორც გარდაიცვალა და სახლში მიასვენეს, მივიდა „ნაციონალების“ წარმომადგენელი. ეს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ როგორმე ეთქვათ – ეს ხელისუფლება არის უვარგისი, უპრინციპო და მშიშარა. ანახეს ქვეყანას „ნაცებმა“, რომ ეს ხელისუფლება არ არის ღირსი, იყოს სათავეში. მირზა სუბელიანი დაზარალებული იყო და დამნაშავე გახადეს. მირზას შვილი იყო დაზარალებული. არ ვიცი ახლა ის სად არის, არ მაქვს ურთიერთობა“ ,- აღნიშნა ბორის კაკუბავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები