აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და თსუ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოსა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ განაცხადა, აღნიშნულის მიზანია, იმ სიკეთეების გაცვლა რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოხმარდება.
„ეს არ იქნება ჩვეულებრივი უწყებათაშორისი ბანალური მემომარნდუმი, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე ასახავს თანამშრომლობას, ჩვენ ვგეგმავთ კავკასიაში ნომერ პირველ უნივერსიტეტთან ერთად გაძლიერებასა და იმ სიკეთეების გაცვლას რაც ქვეყნის ტერიოტირული მთლიანობის აღდგენას მოხმარდება. ეს იქნება თანამშრომლობა საუნივერსიტეტო წრეებთან, აკადემიურ პერსონალთან, უნივერსიტეტში არსებულ აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტთან, ასევე კონკრეტულ ფაკულტეტებთან; უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ჩვენთან გაივლიან დარგობლივ სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. თანამშრომლობა მოგცემს შესაძლებლობას, მჭიდრო კავშირი გვქონდეს ახალ თაობასთან და ასევე სახელწიფოებრივად მოვახდინოთ აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია“, – განაცხადა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ.