მიხეილ კალანდიას მამა: ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ჩვენ გაგვწირეს
გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, – ასე შეაფასა დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის, მიხეილ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
“გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ. ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ექვს შვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული აქვს და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს, ყველაზე ადვილად ჩვენზე შესახოცი იყო ხელი და იმიტომ, ჩვენ გაგვწირეს და თვითონ ყველა კარგადაა”,- განაცხადა კალანდიამ.
შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.