ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი განკურნებულია

ვიეტნამში კორონავირუს COVID-19-ით არც ერთი დაავადებული არ არსებობს, – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ვუ დიკ დამმა, რომელიც ინფექციის გავრცელების პრევენციის სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს.​

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 16 დაინფიცირებული იყო, და მათგან უკანასკნელიც განიკურნა. გასული ორი კვირის განმავლობაში კი, ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.

ვიეტნამში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 23 იანვარს გამოვლინდა.​ იანვრის ბოლოდან, ქვეყნის ხელისუფლებამ, ჩინეთთან ავიამიმოსვლა მთლიანად შეაჩერა, სახმელეთო საზღვარი კი, ნაწილობრივ ჩაკეტა, ასევე ქვეყანაში ჩინელი ტურისტების შესვლა აკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები