კასპში მამაკაცი საკუთარ მიწის ნაკვეთში დაიწვა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში 68 წლის მამაკაცი საკუთარ მიწის ნაკვეთში დამწვარი იპოვეს.
როგორც სოფლის რწმუნებულმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, სავარაუდოდ, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოეკიდა, შემდეგ კი თავად გარდაცვლილს, რის შედეგადაც 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ბაღს ასუფთავებდა, ფოცხავდა და ბალახს რომ წაუკიდა ცეცხლი, სავარაუდოდ, ქარი ქროდა. ცეცხლი ბაღს მოედო, შემდეგ თვითონ მასაც და დაიწვა. დამხმარეც არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა. მარტო იყო სამუშაოდ წასული”,- განაცხადა ტარიელ ოხანაშვილმა.
ადგილობრივების ვერსიით, შემთხვევის დროს გარდაცვლილს იქვე, ნაკვეთში ეძინა.
” სავარაუდოდ ნასვამი იყო. მუშაობის დროს წამოწვა და თან ბალახს ცეცხლი წაუკიდა. ჩაეძინა და ეტყობა ჩაიწვა”,- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.