ქუთაისში ჟვანიას სკოლასა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ტრენინგები დაიწყო

ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ჟვანიას სკოლასა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 3 დღიანი ტრენინგი – „ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმა – რეალობა და გამოწვევები“ განხორციელება დაიწყო.

ტრენინგში ქუთაისის, ახალქალაქის, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლები, შესაბამისი სამსახურის უფროსები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, პირები მონაწილეობენ.

” ჟვანიას სკოლამ გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპზე პროექტში, საპილოტე რეჟიმში ჩართულია საქართველოს 12 მუნიციპალიტეტი. დღეს, ჩვენ ვიწყებთ სამდღიან ტრენინგს, გარდა ტრენინგებისა საპილოტე მუნიციპალიტეტებისთვის დაგეგმილია ექსპერტების გამოყოფა და მათთვის სამუშაო ადგილზე კონსულტაციების გაწევა. ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნება გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის, რადგან მათ ექნებათ საშუალება უფრო თანამედროვე და ეფექტიანი მეთოდები გამოიყენონ სკოლამდელი განათლების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების დროს“, – განაცხადა ჟვანიას სკოლის დირექტორის მოადგილემ პაატა კლდიაშვილმა.

პროექტის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი თამარ თოლორაია და გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების სპეციალისტი ანა ჯანელიძე შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები