თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ იზმირიდან 89 კმ დაშორებით, გვიან ღამით, 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები 7 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 თებერვალს ირანსა და თურქეთის საზღვარზე, 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად თურქეთში 9 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, ირანში კი, 75 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები