ზაირა არსენიშვილის რომანის შესახებ დისკუსია გაიმართება

26 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში,  ზაირა არსენიშვილის რომანის „ვა, სოფელო… კახური ქრონიკების“ შესახებ დისკუსია გაიმართება
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნს მიმოიხილავს მკითხველი, წიგნის დიდი ქომაგი ანა მაისურაძე.
რომანი 1920-1950-იანი წლების საქართველოში ვითარდება. წიგნში გადმოცემულია ამბები ქალებზე, რომლებიც არიან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი. რომანში შესანიშნავად არის შეხამებული კახური იუმორი და ანტიკური მძიმე ტრაგედია, ქართული  საოცარი სიტყვებით დახუნძლული ეს წიგნი წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს მკითხველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები