ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება

ნიკო ფიროსმანაშვილის მემორიალურ მუზეუმში ლევან კაკაბაძის პერსონალური გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება.
ლევან კაკაბაძის შემოქმედებითი ცხოვრება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან (1998-2003) იწყება. არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდის ჯგუფურ გამოფენებსა და მანიფესტებში. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში, ბათუმში. მხატვრის ნახატები დაცულია კერძო კოლექციებში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კი შეხვდებით ლევან კაკაბაძის მიერ დაპროექტებულ არაერთ ნაგებობას.
გამოფენაზე წარმოდგენილია გრაფიკული ნამუშევრები. მხატვრის შემოქმედებაში „გაცოცხლებულია“ ძველი თბილისი – განუმეორებელი ხუროთმოძღვრებითა და ქალაქური ყოფის თავისებურებებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები