,,აკრძალული წიგნები“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნება

26 თებერვალს, 17:00 საათზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიხსნება გამოფენა – ,,აკრძალული წიგნები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყოფილ სპეცფონდში დაცული გამოცემები.
დამსწრე საზოგადოებას 1921 წლის 25 თებერვალსა და საოკუპაციო რეჟიმზე ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ესაუბრება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები