ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაათავისუფლა
ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ დაკავებული 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მოზარდი შიდა ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე იმყოფება.
მოზარდის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას ” საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ დილით 17 წლის ბიჭი თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ის უკანონოდ დააკავეს.