ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია ხურვალეთში საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდა
საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი ადერს კნაპე და გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლთან იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. კონგრესის წარმომომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ზოლთან პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებშიც გამართავენ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპლი, დასავლელი პარტნიორები მუდმივად ინფორმირებული გვყავდეს იმ აქტუალურ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული რეფორმები. მშვიდობის, რეფორმების და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
შიდა ქართლის რწმუნებულის თქმით, მსგავსი ტიპის აქტივობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა ადგილზე ხურვალეთში ევროსაბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა. ევროპელი პარტნიორების მხრიდან მსგავსი ტიპის აქტივობა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ რომ მათი მხარდაჭერის გარეშე წინ ნაბიჯები ვერ იქნება გადადგმული და ერთობლივად შევძლებთ აღნიშნული საოკუპაციო ზოლის მოშლას”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.