ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ძალოვანებმა საოკუპაციო ზოლთან 17 წლის მოზარდი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ზოლთან სეპარატისტული რეჟიმის ძალოვნებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს. როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, 17 წლის ბიჭი თანასოფლელებთან ერთად ტყეში იმყოფებოდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ის უკანონოდ დააკავეს.
მომხდარი ფაქტი “რეგიონულ კვირას” სუსში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი. უწყების ცნობით მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები