ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრები, პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის ქუთაისის განვითარების პერსპექტივას.

“დღეს,  ჩვენ გავაპროტესტეთ ის გადაწყვეტილება,რაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო და რომელიც უკავშირდება პარლამენტის შენობის გაყიდვას. მიგვაჩნია, რომ ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ პარლამენტის შენობის გაყიდვა”, -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციას პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები