თელავში გურამ დოჩანაშვილთან სალონური შეხვედრა გაიმართება

22 თებერვალს, 15:00 საათზე, თელავში გურამ დოჩანაშვილთან სალონური შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აზროვნების აკადემია თელავში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოისმინონ საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, მათთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
პროექტის სპონსორია თელავის ღვინის მარანი.  თანაორგანიზატორი – თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

მისამართი: ერეკლე მეორეს 7 , თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეტარის მცირე დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები