ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის იუბილარ შვილს დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – ბუტა ანთაძის იუბილარ შვილს – ანასტასია ანთაძეს, დაბადების დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

„დღეს ბუტას ქალბატონის დაბადების დღეა. გილოცავ, ანასტასია, შვილო, ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ და ნამდვილად, ქალბატონო ირმა, თქვენ, თქვენმა შვილებმა თავაწეულებმა, ამაყად უნდა იაროთ მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ბუტა ნამდვილად გმირი იყო და შეეწირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და დაცვას“,- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ანასტასია ანთაძე რვა წლის გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, დაღუპული პოლიციელის – ბუტა ანთაძის ოჯახს ბინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი – “მამაცობისთვის” – გადასცა.
მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები