თემქაზე, “მემატიანეს” მემორიალთან ხანძარია

თბილისში, თემქის ტეროტორიაზე ხანძარია, ცეცხლი ბალახსა და ხეებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, მემატიანეს მემორიალის მიმდებარედ ტერიტორიაზეა მოდებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები