ადვოკატი: თუ კიდევ ვინმე გააკეთებს კომენტარს, რომ ზაზა სარალიძეს გარკვეული თანხა აქვს მიღებული მას ამ სიტყვების დადასტურება მოუწევს
მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.
ლონდარიძის თქმით, მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს თუნდაც მიხეილ კალანდიას ქმედებებთან დაკავშირებით და ნამდვილად არ არის ჩვენი პოზიცია, ის რომ გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან, მოვისმენთ და შემდეგ მივცემთ შეფასებას. უფრო მეტიც, მთელი ამ პროცესების განმავლობაში ვიღებთ ისეთ სურათს, როდესაც დაზარალებულ მხარეზე ზაზა სარალიძეზე მიმდინარეობს უბინძურესი ცილისწამება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კიდევ ვინმე გააკეთებს იმგვარ კომენტარს, რომ რაიმე გარკვეული თანხა აქვს მიღებული თავისი შვილის გაყიდვაში, მას მოუწევს ამ სიტყვების დადასტურება”, – განაცახადა ნესტან ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარე და ბრალდებული მიხეილ კალანდია დასკვნით სიტყვას იტყვიან.