„იმპერიის აჩრდილები და წითელი ძაღლები“ თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში

25 თებერვალს, 19:00 საათზე, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დმანისის თეატრის საგასტროლო სპექტაკლი – „იმპერიის აჩრდილები და წითელი ძაღლები“ გაიმართება.
ორგანიზატორებისნ ინფორმაციით, ეს არის ტრაგიკომედია ა. ჩეხოვის მცირე პიესებისა და 1917 წლის ისტორიული ქრონიკების მიხედვით.
რეჟისორი: გიორგი სავანელი; მონაწილეობენ: თამარ ადამია, თეკა კოხრეიძე, თათია ოქროპირიძე, ქეთევან შერვაშიძე, ნინია ჯაოშვილი, გიორგი გურული, გიორგი იარაჯული, ვაკო კობერიძე, ნამიგ მუსაევი, გიორგი სავანელი, თორნიკე ჩიხლაძე, გიორგი ჩოხელი, ლაშა ჩხვიმიანი, ლუკა ხორგუანი.
„99 წელი გადის იმ საშინელი დღიდან, მაგრამ მაინც ვერ მოვიცილეთ ის წითელი ლაქა. სპექტაკლში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ვიცით ან გვსმენია… რეპრესიები, დახვრეტები, ქონების კომფისკაცია, ძალადობა, დარბევა… ხსნაზე ფიქრი გვიანია! ბოროტებას არ გასჭირვებია ხელისუფლაბაში მოსვლა… რატომ?.. იმიტომ, რომ აქ მხოლოდ დღევანდელი დღითა და პირადი საზრუნავით არიან დაკავებულნი… ასეთ დროს შედეგი ერთადერთია… ის, რაც ყველამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და რასაც დღემდეც კი ვიწვნევთ…
აქ ნახავთ იგავს თითეულ ჩვენგანზე! უმიზნო ცხოვრებაზე, არარაობად არსებობის „ხიბლზე“ და კიდევ ბოროტებაზე, რომელიც ყოველთვის თავის დროს უცდის, რომ ხელში ჩაიგდოს ამა სოფლის მართვის სადავეები“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები