გიორგი გახარია: ნაციონალური მოძრაობა გუშინდელი დღეა; ჩვენი მიზანია, მომავალი, ძლიერი საქართველო – შესაძლებლობების და არა გადატრიალებების ქვეყანა (ვიდეო)

ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშრებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანია, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების და არა გადატრიალებების ქვეყანა.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელი დღეა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს არა გამოწვევების და დამხობების ქვეყანა, არამედ შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის. დღეს თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო სიტყვა სიტყვით. დავასრულებ კი არ უთქვამს, შევცვლი კი არ უთქვამს – დავამხობო. მოდით ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ. ეს მცდელობები დამხობის რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი არ გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია, ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრიალებების, დამხობების და უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები