„საუბრები ხელოვნებაზე“ – მწერალთა სახლში პირველი შეხვედრა გაიმართება

20 თებერვალს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ციკლის „საუბრები ხელოვნებაზე“ პირველ შეხვედრა გაიმართება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრები იქნებიან – ერეკლე დეისაძე და ვინდა ფოლიო. მუსიკოსებთან შეხვედრას მოდერაციას გაუწევს გია ხადური.
„საუბრები ხელოვნებაზე“ იქნება შეხვედრების ციკლი თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, თეატრზე, კინოზე,ლიტერატურაზე, ქალაქზე და სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება და ინფორმაცია მათ შესახებ მწერალთა სახლის ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები