საქსტატი – საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი).

საექსპორტო პროდუქციის სამეულშია სპილენძის მადნები და კონცენტრანტები, ასევე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრანტები. პირველი ადგილი 51.7 მლნ დოლარით მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს.

საექსპორტო პროდუქციის ტოპ-10 ასე გამოიყუერება:

1. მსუბუქი ავტომობილები – $51.7 მილიონი (+97.8%)
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $49.4 მილიონი (+16%)
3. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $16 მილიონი
4. ფეროშენადნობები – $15.4 მილიონი, (-15%)
5. ღვინო – $14.7 მილიონი (- 6.4%);
6. აზოტოვანი სასუქები – $11.7 მილიონი (+31.5%);
7. სპირტიანი სასმელები – $8 მილიონი (+22.9%);
8. ოქრო – $7.9 მილიონი, (+25.9%);
9. წყლები – $7.4 მილიონი (-5.4%);
10. ციტრუსი – $3.3 მილიონი, (+83%)

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები