მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლი მოინახულა
მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფმა სოფელ დიდ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლი მოინახულა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეულ დათა ვანიშილს გაესაუბრა და მისი ამჟამინდელი მდომარეობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
“ჩვენ ვართ ნეიტრალური ქვეყანა. ჩამოვედით, რომ ადგილზე გავეცნოთ ვითარებას. ვნახოთ, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, რომ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს კონფლიქტი”, – განაცხადა მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ.