ლევან კობერიძე: „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება სხდომას, რომელზეც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყარონ

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, არ დაესწრებიან.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ არის მიღებული.

„ჩვენი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ (შეტყობინებაც მიიღეთ ალბათ, ბატონო არჩილ ) ბოიკოტს ვუცხადებთ ამ სხდომას, რომელზეც ჩატარდება ეს კენჭისყრა, რადგან ვემიჯნებით ამ პროცესს. მიგვაჩნია, რომ ის, რაც ხდება დღეს, საუბარია ირაკლი შოთაძის მეორედ მობრუნებაზე ამ სახით პარლამენტში მით უმეტეს და ყველაფერი ის, რაც რეალურად ჩვენ ვიხილეთ, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება არის წინასწარ მიღებული და შემდეგში უბრალოდ სამწუხაროდ პარლამენტი რაღაც ნოტარიუსის ფუნქციით გამოვიდა მთელ ამ პროცესში, ჩვენ ამ პროცესს ვემიჯნებით და ბოიკოტის სახით გამოვხატავთ ამ ჩვენს ნაბიჯს“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, არჩევის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები