„თანამედროვე საეკლესიო-პოლიტიკური ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ – დისკუსია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

20 თებერვალს,  17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში (კინოდარბაზი) დისკუსია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის თემაა: „თანამედროვე საეკლესიო-პოლიტიკური ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“.
შეხვედრას გაუძღვება ევრაზიის დემოკრატიის და უსაფრთხოების ქსელის  მკვლევარი  თორნიკე ზურაბაშვილი.
შემდგომი შეხვედრების ანონსი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
9 ლექცია-დისკუსიიდან მინიმუმ 8-ზე დამსწრე სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკისგან, კურსის მოსმენისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.
დასწრება თავისუფალია. მსურველმა უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, რათა დამსწრეთა რაოდენობა და ვინაობა წინასწარ იყოს განსაზღვრული.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSezzLLkpd_1QWCibXJ0-3gKJXRy-qZ78WienD4YhBjSQOAWwg/viewform
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 7, ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი, აუდიტორია (კინოდარბაზი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები