საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, დღევანდელ სესიაზევე უყრიან თუ არა კენჭს მთავარი პროკურორობის კანდიდატს.
“ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერს.
ცნობისთვის, ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო.
გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.