თამარ არჩუაძე: საქართველოში საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის

0

,,სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომლითაც ჩვენ ვიწვევთ ე.წ. ლოუქოსთერებს ჩვენს აეროპორტში. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საშუალებით ვატარებთ ძალიან აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას. ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს ტრენდი შენარჩუებული იქნება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ,,საქართველოს აეროპორტების გაერთანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა.

თამარ არჩუაძე ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილზეა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის შეფასებით, სასიამოვნოა ის პოზიტიური ტრენდი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. თამარ არჩუაძის თქმით, მზარდი დინამიკა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ მაჩვენებელზე დადებითად აისახება. 2019 წელს, საქართველოში, საჰაერო გზით შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 10% ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტზე მოდის. რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ვაფართოვებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოებს, რაც კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მიღების საშუალებას მოგცემს“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ცნობისთვის, დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 %  მეტ მგზავრს მოემსახურა.  საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

 

 

კომენტარები

კომენტარი