ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა მე-6 შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმა 2025 წლამდეა გაწერილი.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. პროექტის ხელმძღვანელმა, დრაგან ანგელოვსკიმ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ცხოველთა იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც მიკვლევადობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.

2019 წელს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და დონორი ორგანიზაციების – სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) – წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები