„ბერლინალე“ ორ ქართულ ფილმს უმასპინძლებს

„ბერლინალეს“ ბაზრობაზე  ორ ქართულ ფილმს აჩვენებენ, ცნობილი ქართველი რეჟისორის – ლანა ღოღობერიძის ახალ ნამუშევარს -„ოქროს ძაფს“ და უტა ბერიას სადებიუტო ფილმს, „უარყოფით რიცხვებს“.
ეროვნული კინოცენტრი ჩვენებების განრიგსაც აქვეყნებს:
„ოქროს ძაფი“ – 22 თებერვალი, 20:00 საათი, CinemaxX 2;
„უარყოფითი რიცხვები“ – 21 თებერვალი, 13:10 საათი, CinemaxX 14 და 24 თებერვალი, 11:20 საათი, dffb-Kino.
ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) ქართული პავილიონი წელს მეთხუთმეტედ იქნება წარმოდგენილი. 25 თებერვალს კი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმრებისთვის სასტუმრო „მარიოტში“ ქართული წვეულება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები