„იავნანას“ სალონი საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლებს

18 თებერვალს, 19:00 საათზე, ფონდ „იავნანას“ სალონი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატის, ლიზი კაკაბაძის საფორტეპიანო კონცერტს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია:
• ი.ს. ბახი / „კ.ტ.კ“ I ტომი, N 22, b moll;
• ფ. შუბერტი / ექსპრომტი თხზ.90, N 1;
• ფ. შოპენი /გრანდ ვალსი თხზ 42, As Dur;
• ჰენდელ/ლისტი-სარაბანდა-ჩაკონა;
• ა. სკრიაბინი-2 პოემა თხზ.69;
• ფ. შოპენი – ეტიუდი თხზ.25 N 10.
პედაგოგი – რევაზ თავაძე.
2018 წელს ლიზიმ მოიპოვა I პრემია მალტას საერთაშორისო კონკურსზე-Valletta International Piano Competition. ასევე, სპეციალური პრიზი ლისტის საუკეთესო შესრულებისთვის და მთავარი პრიზი KNS CLASSICAL- CD Recording.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები