პოეტური სამშაბათი და „მარადისობის მრევლი“
18 თებერვალს, 19:00 საათზე, „სანტა ესპერანსას“ სანქტ – პეტერბურგის ქუჩის ფილიალში, გიორგი ჩერქეზიას, დავით ზაუტაშვილისა და გიორგი მინჯიას პოეზიის საღამო – „მარადისობის მრევლი“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პოეტური სამშაბათი მაღაზია „სანტა ესპერანსასა“ და ფეისბუქჯგუფ „მკითხველთა ლიგის“ ორგანიზებით გაიმართება.