მარია ზახაროვა: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, სადაც მინისტრები, ან მთავრობა ვინმეს ჩასვლის გამო არ უნდა იცვლებოდეს

საქართველო – სუვენერნული სახელმწიფოა, სადაც მთავრობა, ან მინისტრები ქვეყანაში ვინმეს ჩასვლის გამო არ უნდა იცვლებოდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, რადიო „კომსომოლსკაია პრავდას“ ეთერში, თინა კანდელაკთან საუბრისას განაცხადა.

„მთელი დისკუსიაა გახსნილი მორიგი საერთშორისო ღონისძიების, საერთაშორისო სტრუქტურის მასპინძლობასთან დაკავშირებით, რომელშიც რუსეთიც შედის, ნახევარი წელია მიდის დებატები, ამასთან, ადამიანებში შეგნებულად აჩენენ კითხვას: ჩამოვა თუ არა, ლავროვი? ღმერთო, სულ ვსვამ კითხვას, საქართველოს ყველა მედიის წარმომადგენლებმა დამირეკეს. ყველამ! რამდენჯერაც! დაწერეს, დამირეკეს საკითხთან დაკავშირებით. ერთიდაიგივე კითხვა დავუსვი: თქვენ, თქვენს სახელმწიფოში შეგიძლიათ თუ არა იცხოვროთ ამ ინფორმაციის გარეშე? შეგიძლიათ იცხოვროთ და ღონისძიებისთვის მშვიდად მოემზადოთ, იმაზე ორიენტირების გარეშე, ვინ ჩავა რუსეთიდან?“, – თქვა ზახაროვამ.

მისი თქმით, „ლავროვის ფაქტორს“ საქართველოს ოპოზიციური ძალები იყენებენ.

„ეს ნიშნავს იმას, რომ პროვოკატორები მუშაობენ, რომლებიც იმ მომენტში მხოლოდ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს აგვარებენ. უნდა გაიგოს ეს ხალხმა. და როდესაც ამას მიხვდებიან, შესაძლებელია, აღარ მისცემენ არავის უფლებას პროვოკაციული თამაშის სამიზნე გახდნენ. არც საკუთარ გრძნობებზე თამაშის უფლებას მისცემენ“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

წამყვანმა თინა კანდელაკმა ზახაროვას განცხადებაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ლავროვის მიმართ „გულგრილი“ არავინ არის და ეს ყველასთვის არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები