რა აფრთხობთ ინვესტორებს თბილისის ანძის რეაბილიტაციაში

თბილისის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციისთვის 8 მლნ. ევროა საჭირო და ჯერ-ჯერობით თბილისის მერიის მცდელობა ინვესტორის მოსაძიებლად  უშედეგოა, ამიტომაც მერიაში არ გამორიცხავენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანა.

ანდრია ბასილაიას თქმით, თავის დროზე ანძის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა ერთხელ ჩაიშალა იმ მიზეზით, რომ არცერთი კერძო ინვესტორი პროექტით არ დაინტერესებულა.

ვფიქრობთ ნაწილობრივ დაფინანსებაში შესვლას ან რამე სხვა მოვიფიქროთ, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს პროექტი, რომელიც საჭიროა ქალაქისთვის. განვიხილავთ ალტერნატიული თანადაფინანსების მოდელსაც”, – ამბობს ანდრია ბასილაია და დასძენს, რომ ანძა სტრატეგიული ობიექტია და რეკონსტრუუქციის შემდეგ მისი ძირითადი ფუნქცია უნდა შენარჩუნდეს.

შეგახსენებთ,  სატელევიზიო ანძის რეკონსტრუქციაზე პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვით, 70 მეტრის სიმაღლეზე მოეწყობა რესტორანი და ამ ახალი ობიექტის სახურავზე იქნება ქალაქზე გადმოსახედი და ასევე მულტიფუნქციური სივრცე. ანძაზე მოეწყობა როგორც რესტორანი და ქალაქზე გადმოსახედი ტერიტორია ასევე განვიხილავთ, რომ იყოს მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც გულისხმობს ფართებს წვეულებებისთვის ან სხვა ღონისძიებების მოსაწყობად.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები