არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელ მისიას, უგულავას საქმის მასალებზე და გარემოებებზე სრული ხელმისაწვდომობა ექნება

ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელ მისიას, უგულავას საქმის მასალებზე და გარემოებებზე სრული ხელმისაწვდომობა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მისიის დასკვნას დაელოდება.

“ევროპარლამენტს შევთავაზეთ ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა და გამოგზავნა საქართველოში, რომელსაც ექნება სრული ხელმისაწვდომობა საქმის მასალებზე და გარემოებებზე. ჩვენ მზად ვართ და დაველოდებით ევროპარლამენტის მისიის დასკვნას, რომ რეალურად მათაც ნახონ და თქვან თავიანთი მოსაზრება ამ საქმეში არის თუ არა ობიექტურად გარემოებები შეფასებული და ბრალი დადასტურებული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები