ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ათჯერ გაიზარდა

ჩინეთში, ხუბეის პროვინციაში გასულ დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუს COVID-19-ით 15 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, მაშინ როდესაც 10-11 თებერვალს, ჩინეთის ხელისუფლებამ ორი ათას ახალ შემთხვევაზე განაცხადა.

13 თებერვლის მონაცემით, დაავადებულთა საერთო რაოდენობა 60 ათასს შეადგენს, გარდაცვლილთა რაოდენობამ, ერთ დღეში 242 შეადგინა, ჯამში ვირუსს 1 350 ადამიანი ემსხვერპლა.

DW წერს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირებს ინფექციის დიაგნოსტიკის ახალ მეთოდს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები