იენს სტოლტენბერგი: ალიანსი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას აძლიერებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აძლიერებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა.
„ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ერაყში სამწვრთნელო მისიის გაძლიერებაზე და ერაყის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“ – წერს სტოლტენბერგი.
მანამდე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო აპირებს განაახლოს ერაყში სამხედროების საწვრთნელი პროგრამა, თუკი ერაყის მხრიდან შესაბამისი თხოვნა იქნება.
მისი თქმით, ნატო ერაყის ხელისუფლებასთან შესაბამის კონსულტაციებს აწარმოებს.