არჩილ თალაკვაძე: არცერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას, რომელსაც აქვს მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია, პოლიტიკაში დარჩენის ან ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდა
„არცერთ დასავლურ დემოკრატიაში პარტიას და პოლიტიკოსებს რომელსაც უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და აქვთ მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფია – პოლიტიკაში დარჩენის ან მითუმეტეს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ ექნებოდათ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ამის მცდელობა არის საქართველოში.
„ამის მცდელობა არის საქართველოში იმის ხარჯზე, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ძალადობს საზოგადოებაზე”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.