სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალები შეიარაღებულ ინციდენტში ჩაითრიეს – დაიღუპა ერთო ბავშვი(ვიდეო)

სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალები, ქალაქ ქამიშლისთან სამხედრო ინციდენტში აღმოჩნდნენ ჩათრეული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა, ქამიშლის აეროპორტის მახლობლად.

აშშ-ის სამხედროების მისამართით ცეცხლი იქნა გახსნილი, რასაც საპასუხოდ ამერიკის ავიაციის მხრიდან საჰაერო იერიში მოჰყვა.

როგორც სირიაში, აშშ-ის კოალიციის საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა, მაილს კაგინსმა, სოციალურ ქსელში განმარტა,“12 თებერვალს კოალიციური ძალებს, რომლებიც ქამიშლისთან ახლოს პატრულირებდნენ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, სირიის რეჟიმის ძალებთან შეტაკება მოუვიდათ.

კოალიციური ჯარების მხრიდან გაფრთხილებისა და ვითარების დეესკალაციის მცდელობის შემდეგ, მათ მისამართით დაუდგენელი პირების მხრიდან, ცეცხლი იქნა გახსნილი. თავდაცვის მიზნით, კოალიციის სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, ამის შემდეგ პატრული მუდმივი ბაზირების ადგილზე დაბრუნდა“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ერთი სირიელი მოზარდი დაიღუპა, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

SANA-ს ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შემდეგ, კოალიციურმა ძალებმა ახლოს მდებარე სოფელზე საჰაერო იერიში მიიტანეს.

აღინიშნება ასევე ისიც, რომ ადგილზე „ვითარების განეიტრალების მიზნით“ რუსეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები