ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მცირე სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, მძიმე მდგომარეობაში იყო იატაკი, სარესტავრაციო იყო ტაძრის ოთხივე ფასადი.
სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სახურავი და დაიგო ახალი კრამიტის სახურავი;
აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო სრულიად ახალი აგურის იატაკი;
გაიწმინდა ტაძრის ოთხივე ფასადი და გაკეთდა ბზარების ინექტირება.
ტაძარი სიღნაღის ციხე-გალავნის შიგნით მდებარეობს და იგი XVIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ულამაზეს ძეგლს წარმოადგენს.
სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ა(ა)იპ “წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირმა” განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები